"ატლეტიკო" და "ვალენსია" შეთანხმდნენ

10-07-2018, 10:10

"AS"-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი, კევინ გამეირო, მომავალი სეზონიდან, "ვალენსიას" ღირსებას დაიცავს. წყაროს ცნობით, "ღამურები" თავდამსხმელის სანაცვლოდ, 14 მილიონს იხდიან და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, 6 მილიონს ბონუსად ჩარიცხავენ. 

როგორც ირკვევა, ფრანგის გადაბირებით "ვალენსიას" მწვრთნელი, მარსელინო ტორალიაა დაინტერესებული. დავძენთ, რომ კევინი "როხიბლანკოს" ღირსებას 2016 წლიდან იცავს და ერთ-ერთი ლიდერია. 

შეგახსენებთ, გასულ სეზონში შემტევმა 36 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით