3 ფეხბურთელი, რომელსაც "რეალი" მოიყვანს რონალდოს წასვლის შემდგომ

10-07-2018, 20:15

მოგეხსენებათ, დღეს ტურინის "იუვენტუსმა" ოფიციალურად დაიმატა მადრიდის "რეალის" ლიდერი, კრისტიანო რონალდო. ევროპული პრესა კი უკვე აქტიურად წერს მის სავარაუდო შემცვლელზე.

როგორც ცნობილია, "სამეფო კლუბი" თავდასხმის ხაზის სრულ ცვლილებას გეგმავს და ახალი შემტევი ტრიოს შექმნას აპირებს.

პირველ რიგში, "თეთრები" ნეიმარის დამატებას ეცდებიან. მის შესაძენად მადრიდელებმა უკვე გაამზადეს 150-მილიონიანი შეთავაზება. გარდა ამისა, ესპანური გრანდი დიდი ალბათობით, ედენ აზარსაც დაიმატებს. ბელგიელ ფეხბურთელს არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი მადრიდის "რეალში" თამაშის.

და ბოლოს, კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდული გუნდი დაიმატებს გახლავთ კილიან მბაპე. "რეალმა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ფრანგ თავდამსხმელთან და ვარაუდობენ, რომ ტრანსფერი მუნდიალის დასრულების შემდგომ მოხდება.



ძალიან გამიხარდება თუ მართლა იყიდის რეალი ამ 3 ფეგბურთელს ისიც კარგი იქნება ახალგაზდებს თუ მიეცემათ თამაშის შანსი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით