რონალდოს პირველი განცხადება "რეალიდან" წასვლის შემდეგ

10-07-2018, 20:25

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, კრისტიანო რონალდომ "სამეფო კლუბის" დატოვების შემდგომ გულშემატკივრებს მიმართა.

"აქ გატარებული წლები საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. მუდამ ვგრძნობდი უდიდეს სიყვარულს ქალაქისგან, გუნდისგან და გულშემატკივრებისგან."

"თუმცა, მსურს რომ გამიგოთ. მივხვდი, რომ დადგა დრო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც რაიმე ცვლილება უნდა მომეხდინა და მაშინვე კლუბს მივმართე ამის შესახებ."

"მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს, პრეზიდენტს, კოლეგებს, ექიმებს და კლუბში მომუშავე თითოეულ პერსონალს. "რეალმა" ჩემს ცხოვრებაში სამუდამო ადგილი დაიკავა."

"განსაკუთრებული მადლობა ქომაგებს, რომელთა წინაშეც 9 წლის მანძილზე ვთამაშობდი."

"ახლა ვიმეორებ იმავე სიტყვებს, რასაც ვამბობდი 9 წლის წინ: HALA MADRID!"



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით