ედენ აზარის მომავალი გუნდი ცნობილია

10-07-2018, 21:58

გავლენიანი "The Sun"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი თავკაცი, ერნესტო ვალვერდე ლონდონური "ჩელსის" ბელგიელი შემტევის, ედენ აზარის დამატებას აპირებს.

წყაროს ცნობით, "ბარსას" მთავარი მწვრთნელი მზადაა თავისი გუნდის შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს და "არისტოკრატთა" ლიდერში 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი ლონდონურ გრანდში 2012 წელს "ლილიდან" გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურნირზე 208 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 69 გოლის გატანა მოახერხა.

ცნობისთვის, 27 წლის ფეხბურთელით მადრიდის "რეალიცაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით