• 16-08-2023
    სუპერ მსურველი! - მიქაუტაძის შეძენით პრემიერ ლიგის გუნდი ინტერესდება
    სუპერ მსურველი! - მიქაუტაძის შეძენით პრემიერ ლიგის გუნდი ინტერესდება

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.

    გასული სეზონის შემდეგ გიორგი მიქაუტაძეზე მოთხოვნა გაცილებით გაიზარდა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Le10Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვესტ ჰემს” გიორგი მიქაუტაძის დამატება სურს.

    მართალია, “მეცი” ქართველ ფეხბურთელში მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ეს “ვესტ ჰემისთვის” პრობლემას არ წარმოადგენს.

    ცნობისთვის, გიორგიმ ახალ სეზონში უკვე შეძლო ლიგა 1-ში თამაში, სადაც “რენის” წინააღმდეგ საგოლე გადაცემაც შეასრულა.

    Facebook კომენტარები