რონალდო: "მთავარი მიზეზი რატომაც "იუვეში" გადავედი ახალი გამოწვევაა"

11-07-2018, 00:29

კრიშტიანო რონალდომ მადრიდის "რეალის" დატოვებისა და ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგების შემდეგ განაცხადა, რომ კარიერაში ახალი გამოწვევა სჭირდებოდა.

"რეალში" კარიერის უბედნიერესი წლები გავატარე, გუნდთან ერთად ყველაფერი მოვიგე, თუმცა დრო დადგა ახალი გამოწვევა მივიღო. ესაა სწორედ ის მთავარი მიზეზი, რატომაც სათამაშოდ ტურინში მივდივარ", - განაცხადა რონალდომ.

კრიშტიანოს ტრანსფერი "ბებერ სინიორას" 105 მილიონი ევრო დაუჯდა, მისი წლიური ანაზღაურება კი 30 მილიონი ევრო იქნება.

იტალიური ფეხბურთის ისტორიაში რონალდოს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებულია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით