ოფიციალურად: "სიტიმ" რიად მაჰრეზი შეიძინა

11-07-2018, 11:53

"მანჩესტერ სიტის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, კლუბმა რიად მაჰრეზი დაიმატა. როგორც ირკვევა, "ქალაქელებმა", ლესტერის ყოფილი ფეხბურთელი 60 მილიონ ევროდ შეიძინეს და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. 

გეტყვით, რომ აფრიკელ შემტევს სიტის რიგებში ჩარიცხვა ზამთარში სურდა, მაგრამ "მელიების" ხელმძღვანელებმა მისი სურვილი არ დააკმაყოფილეს. შედეგად კი, 27 წლის რიადს კარგა ხანს, გუნდში არ უვარჯიშია. 

შეგახსენებთ, რიად მაჰრეზი "ლესტერის" რიგებში 2014-2018 წლებში ასპარეზობდა და 158 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა. დავძენთ, რომ ფეხბურთელმა კლაუდიო რანიერის თავკაცობით, პრემიერ ლიგა მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით