პერესის კანდიდატები: ვინ შეცვლის რონალდუს?!

11-07-2018, 12:28

კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადაბარგების შემდეგ, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, პორტუგალიელის შემცვლელის ძებნა მოუწევს.

ესპანური მედია ირწმუნება, რომ "სამეფო კლუბში" არეულობაა. როგორც ირკვევა, ჯერჯერობით "თეთრების" წარმომადგენლებს კანდიდატების შერჩევა არ დაუწყიათ, მაგრამ "Goal.com"-ის ინფორმაციით, მბაპესა და ნეიმარის გარდა ესპანური გრანდი კიდევ, რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება. 

გეტყვით, რომ 33 წლის პორტუგალიელის "ლოს ბლანკოსიდან" წასვლა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, დაანონსდა. ტრანსფერი კი, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ნეიმარის მადრიდში გადაბირება სავსებით რეალურია. 

მეორე კანდიდატი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი, კილიან მბაპეა, რომელიც მუნდიალის ფინალშია. ბელგიელმა შემტევმა, ედენ აზარმა, პრესასთან ვრცელი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ოცნება თეთრი მაისურის მორგება და ტიტულების მოგებაა, თუმცა მისი თქმით, რომ შემოთავაზება არ ყოფილა. 

პოლონელი გოლიადორი, რობერტ ლევანდოვსკი, მსოფლიოზე განცდილი კრახის შემდეგ, საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდა და დიდი ალბათობით, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს დატოვებს. შეგახსენებთ, პერესი "რეკორდმაისტერების" თავდამსხმელს კარგა ხანს აკვირდებოდა და ერთი პერიოდი ყიდვასაც აპირებდა.

მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენილმა, მაურო იკარდიმ, შესაძლოა, "ინტერის" რიგები დატოვოს. იტალიური მედია იუწყება, რომ "ნერაძურის" კაპიტანი "რეალის" სამიზნეა და მის სანაცვლოდ 110 მილიონ იხდის.

დავძენთ, რომ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, პაოლო დიბალამ "ბებერი ქალბატონის" ბანაკიდან წასვლაზე ფიქრი დაიწყო. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელს კონკურენციის ეშინია და მთელი სეზონის სათადარიგოთა სკამზე გატარებას არ აპირებს. 

აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "ბარსელონასა" და "რეალის" გემოვნება ერთმანეთს დაემთხვა და ორივე გრანდს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი სურს. თავის მხრივ სერბი ნახევარმცველი "ლაციოში" ირიცხება და საუკეთესო შეთავაზებას ელოდება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი
-
23 სექტემბერი
-
წაგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით