ოსპინა ლენომ უფუნქციოდ დატოვა

11-07-2018, 13:12

"The Sun"-ის ინფორმაციით, კოლუმბიის ნაკრებისა და "არსენალის" მეკარე, დავიდ ოსპინა, შესაძლოა, "ბოკა ხუნიორსში" გადავიდეს. "მეთოფეების" ბანაკში ბერნდ ლენოს მოსვლის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელი, კლუბში, უფუნქციოდ რჩება. 

როგორც ირკვევა, არგენტინის წარმომადგენლები 29 წლის გოლკიპერის შეძენას მიმდინარე ზაფხულში აპირებენ. ბრიტანული მედია იუწყება, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ოსპინა წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. 

შეგახსენებთ, "არსენალში" 2014 წლიდან ასპარეზობს და ძირითადად სათადარიგოთა სკამზე ზის. ლონდონელთა რიგებში ამ უკანასკნელმა 30 შეხვერა ჩაატარა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით