• 16-08-2023
    ანდრეი დემჩენკო: “ვეცდებით ხვალინდელ მატჩში თამაში შემოვატრიალოთ”
    ანდრეი დემჩენკო: “ვეცდებით ხვალინდელ მატჩში თამაში შემოვატრიალოთ”

    როგორც მოგეხსენებათ, გორის “დილა” კონფერენს ლიგის საკვალფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში აპოელს დაუპრისპირდება.

    ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “წლევანდელი ევროთასების მიმდინარეობისას ისე ხდებოდა რომ პირველ მატჩში ყოველთვის ვმარცხდებოდით, შემდეგ კი ვახერხებდით მდგომარეობის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნებას, ვეცდებით ხვალინდელ შეხვედრაშიც იგვე გავაკეთოთ, ფაქტია რომ საქართველოში მატჩის წაგების მიზეზი მეტწილად ჩვენი შეცდომები იყო. რაც შეეხება მეტოქის რიგებში გამორჩეულ ფეხბურთელებს, ორ ცენტრალურ ნახევარმცველს ბურთი ძალიან კარგად ეჭირა. გიორგი ქვილითაია შესანიშნავი თავდამსხმელია. ასევე მინდა გამოვყო მეტოქის მცველები, მათ შორის, გოლის ავტორი.

    ზოგადად მეტოქეს ძალიან დადებითად შევაფასებდი, კარგად  ორგანიზებული გუნდია რომელიც განსაკუთრებით კარგად თამაშობს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, ჩვენი ბიჭებისთვის ასეთ გარემოში თამაში დამატებითი მოტივაცია იქნება, რადგან გვიყვარს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში” - განაცხადა დემჩენკომ.

    ცნობისთვის, შეხვეხრა თბილისის დროით 21:00 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები