დელ პიერო: "მასთან ერთად ვითამაშებდი"

11-07-2018, 14:13

კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადაბარგებას, "ბიანკონერის" ლეგენდა, ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა. მისი თქმით, პორტუგალიელის სერია ა-ში თამაში იტალიას ევროპულ ფეხბურთს დაუბრუნებს. 

"იუვენტუსი" დიდი ისტორიის მქონე კლუბია. იტალიაში მსგავსი ტრანსფერები სერია ა-ს დონეს აამაღლებს. ფაქტია, რომ მსოფლიოში იტალიურ ფეხბურთზე არაფერს ლაპარაკობენ. რონალდუს ტრანსფერის შემდეგ, კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება კლუბებს შორის და უახლოეს მომავალში სერია ა ვარსკვლავებით გაივსება. კრიშტიანუ არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ყველა დასახულ მიზანს მიაღწიოს. მას აქვს უნარი, ბევრი გაიტანოს. "იუვენტუსს" აქვს შანსი, ჩემოპიონთა ლიგაზე გაიმარჯვოს. ამისთვის კი, რონალდუსთვის სივრცეების შექმნაა საჭირო. ჩემი ასაკის მიუხედავად, საინტერესო იქნებოდა მასთან ერთად თამაში", განაცხადა დელ პიერომ. 

შეგახსენებთ, პორტუგალიელი შემტევი ტურინულ გრანდში 4 წლის განმავლობაში ითამაშებს და წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით