ბენზემა: "მადლობა რონალდუ"

11-07-2018, 16:09

კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლას ქარიმ ბენზემა გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა. 

"მადლობა იმისთვის, რომ 9 წლის განმავლობაში ერთად ვთამაშობდით. შენთან ერთად შეტევაში ყოფნა დიდი სიამოვნება იყო. მინდა წარმატებები გისურვო ახალი თავგადასავლების ძიებაში", – წერს ფრანგი. 

შეგახსენებთ, 33 წლის პორტუგალიელი "ბიანკონერის" რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხა. "ბებერი ქალბატონი" ფეხბურთელს წლიურად 30 მილიონს გადაუხდის. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით