რაბიომ "ბარსასთან" შეათანხმა

11-07-2018, 20:07

გავლენიანი გამოცემა "Sport"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი რამდენიმე საათის წინ, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რაბიოსთან და მის აგენტთან შესახვედრად ჩავიდა.

წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და სულ ცოტა ხანში ისინი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ "პსჟს" ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში წელიწადში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ჯერჯერობით, აღნიშნული ინფორმაციას არცერთი მხარე არ ადასტურებს.

ცნობისთვის, 23 წლის ფრანგი "პარი სენ-ჟერმენში" 2010 წელს "პაუდან" გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით