ქართული კლუბი 14-მა ფეხბურთელმა დატოვა

12-07-2018, 12:02

თბილისის "შევარდენში" საკადრო ცვლილებებია. კლუბი ოფიციალურად 14-მა ფეხბურთელმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმცია, თავად გუნდმა, Facebook გვერდის მეშვეობით შეგვატყობინა.

"კლუბში სერიოზული ცვლილებებია,  14-მა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი. მეორე წრის შემდეგ, გუნდს 21 ქულა აქვს და  მეშვიდე პოზიციას იკავებს. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდი საბა მაისურაძემ, მიხეილ როსტიაშვილმა, ნიკა მნათობიშვილმა, დავით მთივლიშვილმა, ბიჭიკო გედენიძემ, შოთა გვაზავამ, ლევან ლიპარტელიანმა, ნიკოლოზ აბაშიძემ, ვარლამ კილასონიამ, ავთანდილ გუჯაბიძემ, ფარიდ ნაბიევმა, ლაშა ომანიძემ, სანდრო ბახიამ და შოთა  გვაზავამ დატოვეს. საფეხბურთო კლუბი "შევარდენი 1906" თითოეულ ფეხბურთელს მადლობა უხდის გაწეული სამსახურისთვის. წარმატებები", - წერია განცხადებაში.

გეტყვით, რომ ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.  



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით