კასილასი რონალდუს ტრანსფერს ემოციური წერილით გამოეხმაურა

12-07-2018, 15:46

მადრიდის "რეალის" ყოფილი კაპიტანი და "პორტუს" ამჟამიდნელი პირველი მეკარე იკერ კასილასი კრიშტიანუ რონალდუს ტურინში ტრანსფერს გამოეხმაურა...

"ძალიან რთულია გამოემშვიდობო ისეთ ლეგენდას, როგორიც კრიშტიანუა. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მან "სამეფო კლუბისთვის" გაიღო. იგი ყოველთვის საუკეთესოს იმსახურებდა და იმსახურებს".

"ოდესღაც ორივე ჩვენგანს უნდა დაეტოვებინა მადრიდი. მე ეს პირველმა გავაკეთე, ახლა კი მისი ჯერიც დადგა. წარმატებები ცხოვრების ახალ გზაზე", -
 წერს იკერ კასილასი.

იკერი და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "ლოს ბლანკოს" ღირსებას ერთად 2009 წლიდან 2015 წლამდე იცავდნენ, სანამ კასილასი არ წავიდა რონალდუს მშობლიურ ქვეყანაში სათამაშოდ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით