იგუაინი ლონდონში გადაბარგდება, თუ...

12-07-2018, 17:49

"იუვენტუსის" "90 მილიონი", ანუ არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი რონადლუს ტურინში ტრანსფერის შემდეგ სერიოზულად ფიქრობს, რომ კლუბი შეიცვალოს.

ყველაზე რეალურ ვარიანტად "ჩელსი" სახელდება, რომელიც კარგა ხანია უკვე გონსალოთი ინტერესდება. ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 60 მლნ ევრო იქნება.

გონსალო თანახმაა ლონდონში წავიდეს, თუ მისი ანაზღაურება არანაკლები იქნება თავის ამჟამინდელ ხელფასთან, რომელიც წელიწადში 7.5 მლნ ევროს შეადგენს.

30 წლის არგენტინელი თავდამსხმელი "ბებერი ქალბატონის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მთელი ამ დროის მანძილზე მან 73 მატჩი ჩაატარა, სადაც 40 გოლის გატანა შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით