ოფიციალურად: "ბარსამ" ლენლე გაიფორმა

12-07-2018, 17:54

კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კლუბმა "სევილიას" აწ უკვე ყოფილი მცველი, კლემენტ ლენლე დაიმატა.

როგორც ცნობილია, "ბლაუგრანამ" 23 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, 36 მილიონი ევრო გადაიხადა.

ლენლემ კატალონიურ გრანდთან 2023 წლამდე მოაწერა კონტრაქტს ხელი. მისი ყოველწლიური შემოსავალი 5 მილიონი ევრო იქნება, გამოსასყიდი ფასი კი 300 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფრანგი მცველი ანდალუსიურ გუნდს გასულ წელს, ლიგა 2-ის ბინადარ "ნანსიდან" შეუერთდა და ერთ სეზონში 52 მატჩის ჩატარება მოასწრო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით