დიბალას ახალი კლუბი ცნობილი ხდება

12-07-2018, 18:25

"Mirror"-ის ინფორმაციით, "ლივერპული" მზად არის, პაოლო დიბალა შეიძინოს. წყაროს ცნობით, მერსისაიდული გრანდის ხელმძღვანელები არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, 80 მილიონ ევროს ამზადებენ. 

როგორც ირკვევა, პაოლო "იუვენტუსში" თავს ბედნიერად არ გრძნობს. იტალიური მედიის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი, "ბიანკონერის" რიგებში კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებაა. 

შეგახსენებთ, 33 წლის პორტუგალიელი ტურინულ გრანდში 10 ივლისს ჩაირიცხა და 4-წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. დავძენთ, რომ გონსალო იგუაინმა, მადრიდელთა ყოფილი შვიდიანის მოსვლის შემდეგ, კლუბიდან წასვლა გადაიფიქრა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით