რონალდუს საფეხბურთო კარიერის დასრულების თარიღი ცნობილია

12-07-2018, 18:28

კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის "იუვენტუსი" ბოლო კლუბი იქნება. მისი თქმით, 33 წლის შემტევმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

"ბედნიერი ვარ, რომ რონალდუმ "იუვენტუსში" გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მინდა, მადლობა გადავუხადო ანდრეა ანიელის, რომელმაც ძალიან დიდი მონდომების შემდეგ, მიზანს მიაღწია. გეტყვით, რომ რონალდუ საფეხბურთო კარიერას იტალიაში დაასრულებს," – განაცხადა მენდეშმა. 

შეგახსენებთ, რონალდუ "ბიანკონერის" ღირსებას 4 წელი დაიცავს. თავის მხრივ, ტურინული გრანდი ფეხბურთელს წელიწადში 30 მილიონს ჩაურიცხავს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი
-
26 სექტემბერი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით