"იუვენტუსმა" შესაძლოა რონადლუს დასახვედრი ცერემონია გააუქმოს

12-07-2018, 18:51

როგორც ცნობილი გახდა, საბრძნეთში მყოფი კრიშტიანუ რონადლუ თავის ახალ კლუბს თვის ბოლოს, 30 ივლისს ესტუმრება და გულშემატკივარს თავს წარუდგენს.

ტურინში გრანდიოზულ ტრანსფერს გრანდიოზულად უნდა დახვდნენ, ამიტომაც ყველა ამისთვის ემზადება.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, იტალიელები ღონისძიების ორგანიზებას სათანადოდ ვერ ასწრებენ, რადგან დრო ცოტა არის.სტადიონი გრანდიოზულად უნდა მოაწყონ და სანახაობრივი ნომრებიც მოსამზადებელია.

გარდა ამისა საჭიროა უამრავი სამართალდამცავი როგორც სტადიონზე, ასევე აეროპორტსა და კლუბის მედ პუნქტთან, სადაც პორტუგალიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

შესაძლოა წარდგენის თარიღმა გადაიწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "ბებერ ქალბატონს" ბევრი შრომა მოუწევს, რათა ღონისძიება ისეთი გამოდგეს, როგორიც მათ სურთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით