"რეალის" ოფიციალურმა გვერდმა გამომწერები დაკარგა

12-07-2018, 21:47

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ლიდერმა, კრისტიანო რონალდომ რამდენიმე დღის წინ გუნდი დატოვა და ტურინის "იუვენტუსს" მიაშურა. როგორც ჩანს, ესპანელებმა ამ ტრანსფერით მხოლოდ ფეხბურთელი არ დაკარგეს.

კერძოდ, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ "თეთრების" ოფიციალურმა თვითერის გვერდმა რონალდოს წასვლის შემდგემ ერთბაშად ერთი მილიონი გამომწერი დაკარგა.

"რეალის" გვერდს ამ ტრანსფერამდე 32 მილიონზე მეტი გამომწერი ყავდა, ახლა კი მხოლოდ 31 მილიონი ჰყავს.

თავის მხრივ ტურინის "იუვენტუსის" თვითერმა უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა. "ბებერი სინიორას" გვერდის გამომწერთა რაოდენობა ერთბაშად 20%-ით გაიზარდა და 5 მილიონიდან 6 მილიონამდე ავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით