ქართველებს ფასი უვარდებათ

13-07-2018, 19:15

"Transfermarkt"-ის მონაცემებით, გიორგი ხარაიშვილის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 250.000 ევროა, რაც მის წინა ღირებულებასთან შედარებით, ნახევარი მილიონით ნაკლებია. "საბურთალოდან" "გიოტებორგში" გადასვლისას, ქართველი ფეხბურთელი 750.000 ევროდ იყო შეფასებული.

აღნიშნულის მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი არცთუ ხშირად იყო ძირითად შემადგენლობაში (თუ ბოლო რამდენიმე თამაშს არ გავითვალისწინებთ) და მისი გუნდიც, ჯერჯერობით, წარმატებული ვერ არის.

აქვე გეტყვით, რომ სატრანსფერო ღირებულება შეუმცირდა "რიო ავეს" ქართველ კიპერს, გიორგი მაკარიძეს. წინა სეზონის დასაწყისში, მისი ფასი 7-ნიშნა ციფრი იყო, ახლა კი, ის ნახევარ მილიონ ევროს უტოლდება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით