ვიდა "ლივერპულს" უნდა

13-07-2018, 21:31

გავლენიანი გამოცემა "Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, თურქული "ბეშიქთაშის" ხორვატი ცენტრალური მცველი, დამაგოი ვიდა პრემიერ ლიგის ბინადარს, მერსესაიდულ "ლივერპულს" სურს.

წყაროს მტკიცებით, მერსესაიდელები მზად არიან ვიდასთვის თანხა არ დაიშურონ და იგი ამ ზაფხულს, 25 მილიონ ფუნტად გაიფორმონ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დამაგოი საკმაოდ გამოცდილის და ძალიან ბევრი გრანდის რიგებში აქვს ნათამაშები, რაც შეეხება ნაკრებს იგი ხორვატიის ეროვნული ნაკრების ღირსებას უკვე 8 წელია იცავს. ამ დროის განმავლობასი მან 64 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არცერთი მხარე არ ადასტურებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით