აბიდალი:"მინა მომავალ სეზონშიც "ბარსაში" ითამაშებს"

14-07-2018, 10:57

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა გუნდის კოლუმბიელ ცენტრალურ მცველზე, იერი მინაზე და მის მომავალზე ისაუბრა.

"მინასი მესმის, მას მეტი სათამაშო დრო უნდა, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია".

"იერი აქაც ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ნაკრებში და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას აუცილებლად შეძლებს".

"რაც შეეხება კოლუმბიელის გუნდიდან წასვლას, ეს მხოლოდ ჭორებია. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ მინა "ბარსაში" მომავალ სეზონშიც ითამაშებს", - განაცხადა აბიდალმა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური მცველი "კამპ ნოუზე" იანვარში "პალმერიასიდან" გადავიდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით