ქვილითაია ბელგიურ გრანდში გადავიდა

14-07-2018, 17:16

ავსტრიული და ბელგიური მედიის ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდი, გიორგი ქვილითაია ვენის "რაპიდს" დატოვებს და კარიერას ბელგიაში გააგრძელებს.

"Spox"-ის ინფორმაციით, ქართველი ფორვარდი დღეს "გენტის" ხელმძღვანელებს შეხვდება და ბელგიურ გუნდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "რაპიდი" ქვილითაიას სანაცვლოდ სამ მილიონ ევროს მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით