დალიჩი: "ეს წარმატება საქართველოსთვის სიგნალია"

16-07-2018, 09:23

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. "მამლებმა" ფინალურ მატჩში ხორვატიის ნაკრები დამაჯერებელი ანგარიშით 4:2 დაამარცხეს და ისტორიაში მეორედ დაეუფლნენ მუნდიალის თასს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხორვატიის ნაკრებს მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩიმ ინტერვიუში საქართველოც ახსენა. ის აღნიშნავს, რომ ასეთი წარმატება ჩვენსავით პატარა ქვეყნებისთვის დიდი მუხტად უნდა გადაიქცეს.

დალიჩი პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტ ოთო გიორგაძის კითხვაზე ასე პასუხობს: "ჩვენს ავტობუსს აწერია - "პატარა ქვეყანა - დიდი ოცნება". უნდა გჯეროდეს წარმატების. ეს სიგნალია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც ხორვატიაა, ჩვენთან ერთად კი საქართველოც. უნდა გაგაჩნდეთ ოცნება და ამბიცია, არასოდეს არ უნდა დანებდეთ და გჯეროდეთ გამარჯვების".

წყარო: championat.com



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით