კაშია "სან ხოსეშია" და "მანჩესტერისთვის" ემზადება » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კაშია "სან ხოსეშია" და "მანჩესტერისთვის" ემზადება

16-07-2018, 12:54

საქართველოს ნაკრების მცველი და ჰოლანდიური "ვიტესის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გურამ კაშია ამერიკულ "სან ხოსეს" ოფიციალურად შეუერთდა. რამდენიმე საათის წინ კაშია აშშ-ში  ჩავიდა და მალე მისი წარდგენაც შედგება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალ გუნდში ქართველის დებიუტი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ შედგება. მოურინიოს გუნდი წინასასეზონო შეკრებას სწორედ ამერიკაში გადის და 22 ივლისს, ამხანაგურ მატჩში "სან ხოსეს" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, გურამ კაშიამ არნემის "ვიტესში" 8 წელი გაატარა და იქაური ქომაგებისთვის საუკეთესო კაპიტნად ისევ რჩება. ამერიკაში კაშია ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელი იქნება, რომელთან ერთადაც რამდენიმე სეზონი სწორედ "ვიტესში" აქვს გატარებული.

რაც შეეხება "სან ხოსეს" გამოსვლას MLS-ში, ისინი დასავლეთ კონფერენციის 11 გუნდში ბოლო ადგილზე არიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით