ზარანდია: "მომეცით პასპორტი და პოლონეთისთვის ვითამაშებ"

16-07-2018, 23:11

პოლონეთის "არკას" ქართველი ახალწვეულისთვის ლუკა ზარანდიასთვის სეზონი ტრიუმფით დაიწყო. ჩვენებურის გუნდმა პოლონეთის სუპერ თასის მოგება მოახერხა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა "ლეგიასთან" შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა.

მატჩის შემდეგ ზარანდიამ მედიას განუცხადა, რომ აღნიშნული შედეგით კმაყოფილია და მის გუნდს დიდი გული აქვს.

"დავამტკიცეთ, დიდი გული გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა გუნდი ვართ. ბედნიერი ვარ, ჩვენ "ლეგიას" დამარცხება მოვახერხეთ, რომელიც მუდმივად დომინირებს".

"არკაში" თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, მოედანზე რა გააკეთოს. რაც შეეხება ჩემს გოლს, კარგი პლაცდარმი მქონდა, ხოლო შანსი ხელიდან არ გავუშვი".

"ბოლო თამაშებში საქართველოს ნაკრებში ვიყავი მიწვეული, თუმცა ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. მწვრთნელი მენდობა და ჩემზე გარკვეულ იმედს ამყარებს, თუმცა თუ პოლონეთის პასპორტს მომცემთ, ამ ქვეყნისთვის ვითამაშებ", - განაცხადა ზარანდიამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით