განუყრელი მეგობრები MLS-შიც ერთად არიან » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

განუყრელი მეგობრები MLS-შიც ერთად არიან

17-07-2018, 11:17

როგორც იცით ერთი თვის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, გურამ კაშია არნემული "ვიტესიდან" ამერიკის MLS-ში, კერძოდ კი "სან ხოსეში" გადავიდა.

გურამი "სან ხოსეს" საწვრთნელ ბაზაზე გუშინ მივიდა და ამერიკული გუნდის უკლებლივ ყველა წევრი გაიცნო და დაუმეგობრდა, გარდა ერთისა. ეს ერთი კაშოს განუყრელი მეგობარი ვაკო ყაზაიშვილია, რომელიც გურამთან ერთად არნემულ "ვიტესში" თამაშობდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ამერიკული ფეხბურთის მიმართ დადებითად არიან განწყობილი, ისინი MLS-ზე დიდ იმედებს ამყარებენ და თვლიან, რომ მალე აღნიშნული ჩემპიონატი ძალიან განვითარდება და ტოლს სხვა არცერთ კლუბურ შეჯიბრს არ დაუდებს.

შეგახსენებთ, რომ გურამი არნემულ "ვიტესში" 2010 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ქართველი ჰოლანდიელთა საყვარელ კაპიტნად და მისაბაძ ფეხბურთელად იქცა.



  • messi10
  • 17 ივლისი 2018 11:19
VAKOO KASHOO

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით