• 17-08-2023
    სერჟინიო დესტის ტრანსფერის დეტალები
    სერჟინიო დესტის ტრანსფერის დეტალები

    როგორც მოგეხსენებათ, 22 წლის ამერიკელი ფეხბურთელი, სერჟინიო დესტი კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, მატეო მორეტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსვ-მ და “ბარსელონამ” სერჟინიო დესტის 1 წლიანი იჯარის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

    ამერიკელ ფეხბურთელს “ბორნმუთის” ვაირანტიც ჰქონდა, თუმცა ნიდერლანდებში დაბრუნება ამჯობინა.

    ცნობისთვის, დესტი გასულ სეზონში “მილანის” ღირსებას იცავდა.

    Facebook კომენტარები