პოლ პოგბა "იუვენტუსში" ბრუნდება

19-07-2018, 11:31

"Football-Italia"-ს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" მზად არის, პოლ პოგბა დაიბრუნოს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა განაცხადა, რომ "ბიანკონერიდან" შეთავაზების შემთხვევაში, დაუფიქრებლად გადავა. 

როგორც ირკვევა, ფრანგი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოსთან მუშაობით დაიღალა და კლუბის შეცვლას მიმდინარე ზაფხულში გეგმავს. ესპანური მედია ირწმუნება, რომ პოლი "ბარსელონაში" გადავა და ტრანსფერი თითქმის დადასტურებულია. 

იტალური მედია ვარაუდობს, რომ პოგბას გადასვლა "იუვენტუსში" რეალურია, რადგან "ბებერი ქალბატონი" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ემზადება. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
22 სექტემბერი
-
მოგებული

ცხრილები

დაგვიმეგობრდით