გოდინი და "იუვენტუსი" შეთანხმდნენ

19-07-2018, 16:24

წამყვანი იტალიური გამოცემების ცნობით, ტურინის "იუვენტუსმა" დიეგო გოდინთან პერსონალურ შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელი მზადაა სათამაშოდ "ბებერ სინიორაში" გადაბარგდეს.

ერთადერთი პრობლემა "იუვენტუსისთვის" მადრიდის "ატლეტიკოა", რომელიც ურუგვაელი მცველის სანავლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო "იუვენტუსი" ამდენის გადახდას არ აპირებს.

თავის მხრივ, გოდინთან შეთანხმების მიხედვით, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი "იუვენტუსისგან" წელიწადში ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით