კასანო: " მესი ფედერერია, რონალდუ ნადალი"

20-07-2018, 12:09

ანტონიო კასანომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. მან ისინი როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს შეადარა. 

იმის მიუხედავად, რომ რონალდუ "იუვენტუსში" გადავიდა და ლა ლიგაში აღარ ითამაშებს, კამათი მაინც არ შეწყდება იმის შესახებ, თუ ვინ არის საუკეთესო.

"მე მესი მიყვარს, თუმცა, რონალდუს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩემი აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა და ჩემი მისდამი დამოკიდებულება განსაკუთრებულია. 

თუ დასაბუთება მომიწევს ან ვინმეს დარწმუნება, ვკითხავ, შეეძლება კი, ისეთი ფეხბურთელის დასახელება, რომელიც მესისავით იღებს ბურთს. 
რონალდუს არაფერი აკლია, მოდით სიმართლე ვთქვათ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მიყვარს ჩოგბურთი. კრიშტიანუ ნადალია – ფანტასტიკური ნიჭის მქონდე ათლეტი, რომელიც შრომობს და აღწევს მიზანს. მესი კი ფედერერია. ის სუფთა ხელოვნება და კლასია.

ისინი განსხვავებულები არიან. ყველას საკუთარი გემოვნება აქვს – ზოგს ერთი ურჩევნია, ზოგს მეორე. მე მესის ვემხრობი, ის მუდამ ერთ სიმაღლეზე დგას და ფიზიკური ვარჯიში არ სჭირდება", – განაცხადა იტალიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით