ნეიმარი :"ჩემთვის საუკეთესო მეკარე ის არის"

21-07-2018, 11:44

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი "პსჟ"-ში გადაბარგდა. ჯიჯის ახალმა თანაგუნდელმა ნეიმარ ჯუნიორმა იტალიელი მეკარის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ბუფონთან ერთად მომიწევს ასპარეზობა. ის დიდი ფეხბურთლი და ასევე დიდი ადამიანია. მას უდიდეს პატივს ვცემ. ჯიჯისთან ერთდ გასახდელში ყოფნა დიდი პატივია, რადგან მივიჩნევ, რომ საუკეთესო მეკარე სწორედ ის არის", - განაცხადა ნეიმარმა.

ბუფონმა "ბიანკონერის" რიგებში 17 წელი დაჰყო. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მან ახალი გამოწვევების ძებნის მიზნით კარიერის მიწურულს კლუბის შეცვლა და საფრანგეთში გადაბარგება გადაწყვიტა. მან თავის ახალ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გარდა ამისა კაპიტნის სამკლაურსაც კვლავ იგი მოირგებს. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით