"პიპიტა" ლონდონისკენ მიექანება

22-07-2018, 20:55

კონტედაკარგული ლონდონის "ჩელსის" მესვეურები ტურინული "იუვენტუსის" არგენტინელი ფორვარდის, გონსალო იგუაინის შეძენას აპირებენ. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი "Football Italia" ავრცელებს.

ზემოთხსენებული გამოცემის ჟურნალისტთა მტკიცებით, "არისტოკრატთა" ბოსები მზად არიან "ბებერი სინიორას" ფეხბურთელი არც მეტი არც ნაკლები 60 მილიონ ევროდ სეზონის დაწყებამდე შეიძინონ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "პიპიტა" "იუვეში" 2016 წელს ნაპოლიდან გადავიდა.

გასულ სეზონში გონსალომ "შავ-თეთრთა" მაისურით 50 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით