• 11-06-2023
    მოთამაშე და შემდეგ მწრთვნელი - მოდრიჩმა არაბეთიდან სარფიანი შეთავაზება მიიღო
    მოთამაშე და შემდეგ მწრთვნელი - მოდრიჩმა არაბეთიდან სარფიანი შეთავაზება მიიღო
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა საუდის არაბეთიდან სარფიანი შეთავაზება მიიღო.

    "ალ სადმა" ხორვატს წინადადებით მიმართა, რომ კარიერა მათ რიგებში გააგრძელოს. კარიერის დასრულების შემდეგ კი იქვე დარჩეს და გუნდის მწრთვნელი გახდეს.

    როგორც იწერება, ლუკამ ბოლო თვეებში არაბეთიდან მოსული არაერთი წინადადება დაბლოკა, თუმცა ახლა წასვლის შანსები არსებობს.

    საუდელებს სურთ, რომ რამდენიმე ტრანსფერი მალევე დახურონ, ერთ-ერთი კი ლუკა მოდრიჩია.

    Facebook კომენტარები