• 18-08-2023
    მერაბ დვალიშვილი UFC-ის პრესკონფერენციაზე შონ ომალის ქურთუკით წარსდგა
    მერაბ დვალიშვილი UFC-ის პრესკონფერენციაზე შონ ომალის ქურთუკით წარსდგა

    როგორც მოგეხსენებათ, 20 აგვისტოს გამთენიისას ალჯამეინ სტერლინგსა და შონ ომალის შორის სატიტულო ბრძოლა გაიმართება.

    იამაიკელმა სპორტსმენმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს დასმულ კითხვებზე უპასუხა.

    საგულისხმოა, რომ ზემოხსენებულ პრესკონფერენციას სტერლინგის უახლოესი მეგობარი და ამავდროულად UFC-ის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ესწრებოდა.

    დვალიშვილი პრესკონფერენციას შონ ომალის ქურთუკით დაესწრო, რამაც გულშემატკივრებში კვლავ დიდი აღტაცება გამოიწვია.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები