ვან დერ ვაარტი და პარუნაშვილი ერთ გუნდში

5-08-2018, 11:50

35 წლის  ფეხბურთელი, რაფაელ ვან დერ ვაარტმა საფეხბურთო კარიერას "ესბერგში" გააგრძელებს. ჰოლანდიელმა შემტევა აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

შეგახსენებთ, რაფაელმა პროფესიულ დონეზე ფეხბურთის თამაში სამშობლოში დაიწყო და 2000-2005 წლებში "აიაქსის" ღირსებას იცავდა. ვან დერ ვაარტი წლების განმავლობაში "ჰამბურგის", "რეალ" მადრიდის, "ტოტენჰემის", "ბეტისისა" და "მიტიულანდის" რიგებში ირიცხებოდა. 

დავძენთ, ჰოლანდიელმა ეროვნული გუნდის მაისური პირველად 2001 წელს მოირგო და 12 წლის განმავლობაში ასპარეზობდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ კლუბში ქართველი ლეგიონერი, ლაშა პარუნაშვილი ირჯება, რომელიც თბილისის "დინამოდან" 2017 წელს გადავიდა და 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით