10 ვარსკვლავი, რომელიც ცუდი მწვრთნელი გახდა

12-03-2016, 00:37

ფეხბურთის ისტორიაში ხშირად გვინახავს ძალიან წარმატებული მწვრთნელი, რომელიც წარსულში ნამდვილად არ იყო რამით გამორჩეული. <!--more-->FOOTBALLNEWS.GE გთავაზობთ ინფორმაციას იმ 10 ვარსკვლავზე, რომელიც ცუდი მწვრთნელი გახდა.

#1 გრაემ სოუნესი






შოტლანდიელი კარიერის მანძილზე სულ რვა კლუბს ედგა სათავეში. მან ყველაზე დიდი ხანი "რეინჯერსში" გაატარა. გლაზგოში მან ხუთი სეზონი დაჰყო.

#2 დიეგო მარადონა





მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის მარადონა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, მან სამწვრთნელო კუთხით თავი ნამდვილად ვერ გამოიჩინა. აღსანიშნავია არგენტინის ნაკრები, რომელიც მან წარუმატებლად გამოიყვანა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიოანტზე.

#3 ჯონ ბარნსი

იგი "ლივერპულის" ლეგენდა გახლავთ, რომელმაც "მერსესაიდელებთან" ათი სეზონი გაატარა. კარიერის დასრულების შემდეგ მაგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი, თუმცა წარუმატებლად.

#4 ტონი ადამსი

"არსენალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მწვრთნელად ნამდვილად არ ივარგა. "მეთოფეებთან" გატარებული 19 სეზონის შემდეგ მას დამრიგებლის რანგში არ გაუმართლა.

#5 ბრაიან რობსონი

ინგლისელი ნახევარმცველი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის სტატუსით მან ვერცერთ გუნდში ვერ მოიკიდა ფეხი.

#6 მარკო ვან ბასტენი

იგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია "მილანის" ისტორიაში. მან ამ კლუბთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია, რასაც ვერ ვიტყვით მწვრთნელობაზე. მან რამდენიმე ჰოლანდიურ კლუბში მოსინჯა ძალები, თუმცა უშედეგოდ.

#7 ედგარ დევიდსი

ედგარ დევიდსი ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო თავის ერაში. მან საკუთარი თამაშით ბევრის გაოცება მოახერხა. 2012 წელს იგი "ბარნტის" მწვრთნელი გახდა, თუმცა წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ მან კლუბი დატოვა.

#8 როი კინი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერა ვერ აიწყო. "წითელ ეშმაკებთან" გატარებული 12 სეზონის შემდეგ, მან ვერცერთ სხვა კლუბში ვერ შეძლო ადგილის დამკვიდრება, როგორც მთავარი მწვრთნელი.

#9 ჯენარო გატუზო

მილანისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ "როსონერიში" 13 საკმაოდ წარმატებული სეზონი გაატარა. მიუხედავად ამისა, მან ახალი პროფესია ვერ შეითავსა და წარუმატებელი მწვრთნელის სტატუსი მიიღო.

#10 ჯანფრანკო ძოლა

ძოლამ წარმატებული საფეხბურთო კარიერის შემდეგ მწვრთნელად მუშაობა გადაწყვიტა. იგი ამჟამად "ელ-არაბის" უდგას სათავეში. იტალიელმა უკვე ოთხი კლუბის გამოცვლა მოასწრო, სადაც წარუმატებლად გასწია დაკისრებული სამუშაო. სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE-სთვის მამუკა მამულაშვილი!

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით