კანკავა ტურის სიმბოლურში

8-08-2018, 15:13

საქართველოს ნაკრებისა და "ტობოლის" ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველი ლეგიონერის კლუბი "ორდაბაის" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დასრულდა (1:1). 

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა 90 წუთის განმავლობაში ორთაბრძოლების 79% მოიგო, 12 ჩაჭრა განახორციელა და პასების 94% ზუსტად გააკეთა. 

შეგახსენებთ, კანკავამ მიმდინარე ჩემპიონატში 19 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლის გატანა შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით