"მართვემ" ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა კრახით დაიწყო

8-08-2018, 23:40

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული, ქუთაისური ქალთა კლუბი "მართვე" გუშინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთო.

სამწუხაროდ, ქართულმა გუნდმა პირველ ტურში მძიმე მარცხი იწვნია. კერძოდ, ქუთაისელებმა პოლონურ "ლეჩნიასთან" ანგარიშით 12:0 დამარცხდნენ. ამ მარცხით კი ჯგუფურ ეტაპზე მხოვედრის შანსი ფაქტობრივად დაკარგეს.

ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიურმა "ანდერლეხტმა" შოტლანდიურ "გლაზგო სიტის" ანგარიშით 2:1 სძლია.

"მართვე" თავის მომდევნო მატჩს ზემოხსენებულ ბრიტანულ გუნდთან 10 აგვისტოს გამართავს. აქვე მოგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი შოტლანდიაში ტარდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით