ოკუპირებულ აფხაზეთში ნიგერიის ნაკრები არ ჩადის

9-08-2018, 10:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წერილში წერია, რომ ფიფას მონაცემთა ბაზაში არ არის ინფორმაცია, აფხაზეთის რეგიონში ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების შესაძლო თამაშზე. 

აღსანიშნავია, რომ ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, აფრიკის კონტინენტზე ფიფას ოფიციალური წარმომადგენელი დაუკავშირდა. მათ კი, უარყვეს ინფორმაცია, ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების სოხუმში ჩასვლის შესახებ. 

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს, ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები აპირებდა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით