კვირკველია და "ლესტერი": ყველაფერი გარკვეულია » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კვირკველია და "ლესტერი": ყველაფერი გარკვეულია

9-08-2018, 14:49

"The Sun"-ის ინფორმაციით, "ლესტერმა" ახალგაზრდა  მცველი, ჩაგლარ სოიუნჩუ 19 მილიონ ევროდ შეიძინა. "მელიები" 22 წლის თურქი ტალანტის წარდგენას უახლოეს დღეებში აპირებენ.
 
საგულისხმოა, რომ ჩაგლარი საბა კვირკველიას პოზიციაზე თამაშობს. უცხოური მედია კარგა ხანია ირწმუნება, რომ პრემიერ ლიგის ბინადრებს ჩვენებურის გადაბირება სურდათ, თუმცა, ბოლოს, ისიც ითქვა, რომ "ლესტერის" მხრიდან კვირკველიას მიმართ ინტერესი არ ყოფილა. 

შეგახსენებთ, სოიუნჩუ თურქეთის ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის ფორმა 15 შეხვედრაში მოირგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით