"რეალი" კვლავ იკარდის მიუბრუნდა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"რეალი" კვლავ იკარდის მიუბრუნდა

9-08-2018, 23:04

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალი" აქტიურად ეცდება მიმდინარე სატრანსფერო ბაზრის დროს ახალი თავდამსხმელის დამატებას.

ესპანური გამოცემა Libertad Digital-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" კვლავ მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო იკარდის გადაბირებას ცდილობს.

წყაროს ცნობით, მადრიდული გრანდის წარმომადგენლები უკვე რომში იმყოფებიან და მაუროს მეუღლესთან, რომელიც ამავდროულად ფეხბურთელის აგენტიცაა, მართავენ მოლაპარაკებებს.

შეგახსენებთ, რომ იკარდის შეძენა "რეალს" უკვე დიდი ხანია რაც სურს, თუმცა იტალიელებმა როგორც გასულ სეზონში, ასევე წელსაც უარით გაისტუმრეს. თუმცა, როგორც ჩანს ახლა "თეთრები" მის დამატებასთან გაცილებით უფრო ახლოს არიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით