სანჩესი: "მეტ ტრანსფერს ველოდი"

9-08-2018, 23:11

მანჩესტერ "იუნაიტედმა" გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს მხოლოდ და მხოლოდ სამი ფეხბურთელი დაიმატა და საკმაოდ დიდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

ამ თემაზე კომენტარი "წითელი ეშმაკების" ჩილელმა შემტევმა, ალექსის სანჩესმა გააკეთა.

"სიმართლე გითხრათ, იმედი მქონდა, რომ უფრო მეტი ტრანსფერი განხორციელდებოდა."

"ახალი მოთამაშეების მოყვანა გუნდს უფრო გააძლიერებდა. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტა და ვერაფერს შევცვლით." - აცხადებს სანჩესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით