გოდინის მომავალი საბოლოოდ გაირკვა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

გოდინის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

10-08-2018, 12:49

მადრიდის "ატლეტიკოს" ცენტრალური მცველის დიეგო გოდინის  მომავალი საბოლოოდ გაირკვა. ამაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა.

"მე აქ ვრჩები", - განავცადა 32 წლის მცველმა.

გოდინის გადაბირება ჯერ "იუვენტუსს" სურდა, თუმცა, ტურინელებმა ეს პრობლემა მოაგვარეს მას შემდეგ, რაც ბონუჩი დაუბრუნდათ. გარდა "ბიანკონერისა", ურუგვაელის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედიც" იჩენდა, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელის ამ კომენტარმა ყველაფერს მოფინა ნათელი.

"როხი ბლანკომ" გოდინს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ხელფასიც გაუზაედა. ახალი სეზონიდან  მისი ანაზღაურება წელიწადში 7.5 მილიონი ევრო იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით