"რეალი" რონალდუს გამოსამშვიდობებელ მატჩს გეგმავს

10-08-2018, 16:17

მადრიდის "რეალმა" გადაწყვიტა კრიშტიანუ რონალდუს მადლობა გადაუხადოს. ესპანური მედიის ცნობით, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელები 1 წლის შემდეგ, გამოსამშვიდობებელ მატჩს გეგმავენ. 

გეტყვით, რომ 33 წლის პორტუგალიელი მადრიდელთა რიგებში 9 წელი ირიცხებოდა და კლუბთან ერთად არაერთი ტიტული მოიპოვა. გაირკვა, რომ 2019 წლის ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედისა და რეალის დაპირისპირება გაიმართება, რომელიც კრიშტიანუს მიეძღვნება. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული შვიდიანი ლა ლიგაში სწორედ "წითელი ეშმაკებიდან" გადავიდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით