უცნობი ფაქტები კეპაზე

10-08-2018, 16:29

ლონდონის "ჩელსის" მეკარე, კეპა არისაბალაგა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერი გახდა, პირველად, საფეხბურთო კლუბ "ბასკონიაში" გამოჩნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი, პროფესიული კარიერის დასაწყისში, ტრავმიანობით გამოირჩეოდა და ძირითადად, ლაზარეთში უწევდა ყოფნა. 

ტრავმა

"ბასკონიას" რიგებში, კეპა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მისი შემჩნევა ევროპულ გრანდებს არ გასჭირვებიათ, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ის ხშირად ტრავმიანობდა. ბასკონიელთა რიგებში, მან 2 სეზონი გაატარა და 2012-2013 წლებში ჩატარებული მატჩების ნახევარი გამოტოვა. 2014 წლის იანვარში ისევ დაშავდა და კიდევ ერთხელ გადაინაცვლა ლაზარეთში.  გამოჯანმრთელების შემდეგ, გუნდის უცვლელი წევრი გახდა. 

ვალვერდეს რჩეული

"ატლეტიკში" ჩარიცხვის შემდეგ, კეპა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს, რჩეული გახდა, რომელიც ახლა "ბარსელონას" თავკაცია. ნდობის გამართლება არისაბალაგამ მალევე შეძლო და 2016-2017 წლების სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა. მეტოქე გუნდებისგან კი, მხოლოდ 22 გოლი გაუშვა. 

უეფას რჩეული

2018 წელს უეფამ 50 ახალგაზრდა ტალანტი დაასახელა, რომლებსაც მსოფლიოს გაოცება და საფეხბურთო ნიჭის გამოყენებით, "დაპყრობა“"შეეძლოთ. 24 ივლისს ჩამონათვალი განაახლეს, მაგრამ ესპანელი კიპერი ისევ რჩეულთა შორის დარჩა. 

ევროპის ჩემპიონი

2012 წელს ესპანეთის 19-წლამდე ნაკრები, კეპასთან ერთად, ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 5 წლის შემდეგ, "ფურია როხას" 21-წლამდელთა ნაკრებმა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ არისაბალაგა მარკო ასენსიოსა და დელუფეუსთან ერთად ასპარეზობდა. 

ყველაზე ძვირი ესპანელი

სანამ ჩელსი კეპას ტრანსფერს გააოფიციალურებდა, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, ალვარო მორატა იყო, რომელიც 65 მილიონადაა შეფასებული, მაგრამ "არისტოკრატებმა" მეკარე 80 მილიონად იყიდეს და არისაბალაგამ ეს რეკორდიც მოხსნა. 

ეროვნული რჩეული

მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების კარს დავიდ დე ხეა იცავდა, რომელმაც, თამამად შეიძლება თქმა, რომ მუნდიალი ჩააგდო და "ფურია როხა" გაშვებული გოლებისგან ვერ იხსნა. ქომაგები პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ, მის შეცვლას ითხოვდნენ. გაირკვა, რომ გულშემატკივრების 50 %-ს მოედანზე კეპას ხილვა სურდა, თუმცა, მწვრთნელმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და რუსეთთან მერვედფინალიც დათმო. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით