ინიესტამ იაპონელთა გაოცება დაიწყო - როგორი გოლი გაიტანა მან?! (ვიდეო)

2-10-2018, 18:12

"მილანის" ნახევარმცველმა ჯაკომო ბონავენტურამ ევროპის ლიგის ეგიდით "ოლიმპიაკოსთან" მატჩამდე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მაშინ ვისაუბრებთ, როცა ამის დრო იქნება. შარშანდელზე უკეთ ვართ დაკომპლექტებულნი და ვალდებულები ვართ, რომ შედეგიც გავაუმჯობესოთ."

"გატუზომ გუნდში სულისკვეთება გააღვიძა. კარგად ვთამაშობთ და ვფიქრობ, რომ წელს ბოლო წლების საუკეთესო "როსონერის" ვადევნებთ თვალს."

"ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია ძალიან მომწონს და გატუზო შეტევაში მეტ თავისუფლებას მაძლევს. კარგია, რომ სუსოს, კალაბრიასა და აბატეს კარგად ვიცნობ, ზუსტად ვიცი თუ სად აპირებენ ჩაწოდებას, რათა გოლის გატანა შევძლო", - განაცხადა ბონავენტურამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით