"რეალმა" აზარის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გაამზადა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"რეალმა" აზარის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გაამზადა

12-08-2018, 23:10

მადრიდის "რეალი" რომ ედენ აზარის დამატებას ცდილობს, ეს ამბავი არახალია. დღეს კი ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ბრიტანული გამოცემა Express-ის ცნობით, "სამეფო კლუბმა" ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ახალი შეთავაზება გაამზადა.

როგორც ცნობილია, "თეთრები" აზარის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 200 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. თავად მოთამაშეს კი კვირაში 300'000-ს სთავაზობენ.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ პრემიერლიგის პირველ ტურში "ჩელსის" სასტარტო შემადგენლობიდან არა აზარმა, არამედ ვილიანმა დაიწყო თამაში. ევროპელი ჟურნალისტები კი ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი სწორედ ზემოხსენებული სავარაუდო ტრანსფერია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით